გუგლ ტრანსლეტი

Friday, October 14, 2016

როგორ გადავიღოთ ვიდეო ვებ-კამერის საშუალებით

თუ თქვენ გაქვთ ვებ-კამერა და არ იცით მისი საშუალებით როგორ გადაიღოთ ვიდეო, გაეცანით ინსტრუქციას სრულად. სულ რამდენიმე წუთში შეგეძლებათ დააყენოთ პროგრამა, უმარტივესად გადაიღოთ და დაამონტაჟოთ ვიდეო.

არსებობს ბევრი პროგრამა, რითიც არის შესაძლებელი ვიდეოს გადაღება და შემდეგ მონტაჟი. გირჩევთ გამოიყენოთ Movie maker. მოგეხსენებათ, რომ ახალ ვინდოუსებს არ მოჰყვებათ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხსენებული პროგრამა, მაგრამ არ არის პრობლემა, მაიქროსოფთს აქვს უფასო პაკეტი Windows Essentials 2012 რომლის გადმოწერა მარტივად შეგიძლიათ.http://windows.microsoft.com/en-us/windows-live/movie-maker



  1. გადმოწერის შემდეგ დაიწყეთ ინსტალაცია, აირჩიეთ სასურველი დირექტორია, დაყენების დროს პროგრამა შემოგთავაზებთ სხვადასხვა დანართების დაყენებას, სურვილის შემთხვევაში დააყენეთ, თუ არადა მოსანიშნი ღილაკი მოხსენით და დააინსტალირეთ მხოლოდ Movie maker-ი
  2. 3დაყენებული პროგრამა გაუშვით და გაეცანით ინტერფეისს. ის ადვილია გამოსაყენებლად. დააკლიკეთ Webcam Video და დაინახავთ საკუთარ გამოსახულებას. დააჭირეთ წითელ ღილაკს და პროგრამა დაიწყებს გამოსახულების ჩაწერას, თუ მიკროფონიც გაქვთ თან, ხმაც ავტომატურად ჩაიწერება.
  3. 4მას შემდეგ რაც მორჩებით ჩანაწერის გაკეთებას, დააჭირეთ Stop. მიუთითეთ დესკტოპი შესანახად. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოჭრათ სასურველი მონაკვეთი და მცირე ეფექტები დაადოთ და დაამონტაჟოთ ვიდეო.
  4. 5დამონტაჟების შემდეგ კი საბოლოო ვერსია შეინახეთ სასურველი ფორმატით, თქვენი ვიდეც მზად იქნება

No comments:

Post a Comment