გუგლ ტრანსლეტი

Saturday, October 15, 2016

როგორ ჩავრთოთ კომპიუტერი კლავიატურის საშუალებით

                      ამ სტატიაში მე გასწავლით საინტერესო და ბევრისათვის უცნობ მეთოდს, თუ როგორ უნდა                               ჩართოთ   კომპიუტერი კლავიატურაზე ან \"მაუსზე\" ღილაკის დაჭერით, BIOS-ში ამ ფუნქციის                           მარტივად    ჩართვით.
  1. პირველ რიგში უნდა შევიდეთ BIOS-ში, რისთვისაც საჭიროა კომპიუტერის ჩართვისას დავაჭიროთ ღილაკს Delან F8 (დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე) რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა.
  2. 2გამოჩენილ მენიუში აირჩიეთ Power Management Setup. კვების მართვის სისტემაში ცვლილებების შესატანად დააჭირეთ Power on Function (შეიძლება თქვენს კომპიუტერში ასეც ეწეროს: Power On by PS2 KB/MS) და მიუთითეთ პერსონალური კომპიუტერს ჩართვის მეთოდი, თუ გსურთ ნებისმიერი ღილაკის დაჭერის შემდეგ ირთვებოდეს თქვენი კომპიუტერი, მაშინ აირჩიეთ Any Key
  3. 3იმისათვის, რომ დაადასტუროთ სისტემაში შეტანილი ცვლილებები საჭიროა დააჭიროთ ღილაკს F10 და შემდეგ Enter. ამის შემდეგ თქვენ კომპიუტერის ჩართვას უკვე ნებისმიერი ღილაკის დაჭერით შეძლებთ.
  4. 4ასევე შესაძლებელია რამდენიმე ღილაკის კომბინაციის დაყენება მაგალითად: Ctrl-F1... ამისათვის საჭიროა წინა საფეხურის ნაჩვენები მოქმედებების შესრულება, ოღონდ ამჯერად მიუთითეთ Any key-ს მაგივრად Hot Key და აირჩიეთ სასურველი კომბინაცია და შეინახეთ ცვლილებები.
  5. 5ასევე შესაძლებელია იგივე ფუნქცია მაუსს დავაკისროთ, ამისათვის საჭიროა ავირჩიოთ Mouse Left ანMouse Right და შევინახოთ ცვლილებები.

როგორ ჩავრთოთ დისკიდან ჩარტვირთვა BIOS-ის საშუალებით

BIOS-ში შესაძლებელია ბევრი მოწყობილობის პარამეტრის შეცვლა. გარდა ამისა, მისი საშუალებით შეგიძლიათ გაანაწილოთ ჩასატვირთი მოწყობილობები თანმიმვდევრობის მიხედვით. მაგალითად ისე, რომ ჯერ დისკის წამკითხველი იტვირთებოდეს, შემდეგ კი ვინჩესტერი და სხვა


კომპიუტერის ჩართვის შემდეგ BIOS-ში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს კლავიატურაზე. უმეტესობა შემთხვევაში ეს ღილაკი არისDELETE, მაგრამ შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც (F8, F12). ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც იწერება ეკრანზე ჩართვისას, იქ როგორც წესი, მითითებულია მინიშნებები, მაგ: "Press F12 to enter setup

მას შემდეგ რაც შეხვალთ BIOS-ში, საჭიროა მენიუს მოძებნა, რომელშიც მითითებულია მოწყობილობების ჩარტვირთვის თანმიმდევრობა. მოცემული მენიუ სხვადასხვა სახით გვხვდება, ამიტომაც მას არ გააჩნია მკაფიო სახელწოდება. ზედა ნაწილში მოძებნეთ მსგავსი ფრაზა "Boot device priority" ან უბრალოდ "Boot".

ამ მენიუში თქვენ დაინახავთ მოწყობილობების სიას, ჩვეულებრივ ჩატვირთვა ხორციელდება თანმიმდევრობით ზევიდან-ქვევით, ამიტომაც თქვენ უნდა გადაიტანოთ დისკის წამკითხავი სიის თავში. ამის გაკეთება შეგიძლიათ ღილაკებით Pg Up და Pg Down. ამის შემდეგ საჭიროა ცვლილებების შენახვა. უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლებელია F10 ღილაკზე და შემდეგ OK-ზე დაჭერით

როგორ შეის) ვარჩიოთ ოპერატიული მეხსიერება (რჩევები დამწყებთათვ




ოპერატიული მეხსიერება -კომპიუტერის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და იაფი ნაწილია. სწორი მიდგომის შემთხვევაში მისი შერჩევა თქვენი პერსონალური კომპიუტერისათვის ან ნოუთბუქისათვის სულაც არ წარმოადგენს სირთულეს.
  1. 1


  2. შეარჩეთ ოპერატიულის ტიპი
    თანამედროვე ტექნოლოგიურ ბაზარზე ხელმისაწვდომია სულ 3 ტიპის მეხსიერება: DDR (თითქმის აღარ იწარმოება), DDR2 - (უკვე ითვლება ნელ მეხსიერებად) და DDR3 ( თანამედროვე და შედარებით ყველაზე სწრაფი).

    კომპიუტერისათვის ოპერატიული ხესიერების მოდულის შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ თუ რომელი ტიპის მახსოვრობის მხარდაჭერით სარგებლოს თქვენი კომპიუტერის დედადაფა (დედაპლატა). ამის გაკეთება შესაძლებელია ბევრი პროგრამის საშუალებით ( მაგალითად AIDA ან Everest), ან დედადაფის მწარმოებელი კომპანიის საიტზე. არასწორი ოპერატიულის დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ამ კონკრეტული ნაწილის, არამედ სისტემის სხვა კომპონენეტების დაზიანება.
  3. 3
  4. ეარჩიეთ ფორმ-ფაქტორი
    ეს საკმაოდ მარტივია:
    DIMM სტანდარტული ფორმ-ფაქტორია პესონალური კომპიუტერესივათვის
    SO-DIMM - კი განკუთვნილია ლეპტოპებისათვის.
  5. 2
  6. შეარჩიეთ სტანდარტი
    სტანდარტი არის მეხსიერების მუშაობის მაქსიმალური სისწრაფე. თუმცა, მუშაობის სისწრაფე შეიძლება შეზღუდული იყო არა მარტო თავად მოდულით, არამედ დედაპლატის მონაცემებით. შეიძლება თავად დედადაფას ვერ შეძლოს ოპერატიულის მეხსიერების სათანადო სისწრაფით მუშაობის უზრუნველყოფა. ამ ინფორმაციის მოძიებაც წინა საფეხურში მითითებული მეთოდებით შეგიძლიათ.

    DDR ტიპის ოპერატიულისათვის საუკეთესო სტანდარტი არის PC-3200
    DDR2 ტიპის ოპერატიულისათვის საუკეთესო სტანდარტი არის PC-6400
    DDR3-ის შემთხვევაში სტანდარტს არ ენიჭება ამდენად იდი მნიშნველობა, რადგან იგი ნებისმიერ სიხშირეზე საკმაოდ კარგ სიჩქარეს ავითარებს.
  7. 4

    შეარჩიეთ მოცულობა 
    თითოეულ დედაპლატას აქვს მახსოვრობის მაქსიმალური მოცულობის შეზღუდვა. მისი გაგება შეგიძლიათ დედადაფის მწარმოებელის ოფიციალურ საიტზე. გარდა ამისა, 32-ბიტიანი ოპერაციული სისტემებს (Windows XP x86, Vista x86, Windows 7 x86) აქვთ მხოლოდ 3.5 გბ მახსოვრობის მხარდაჭერა, უფრო მეტის არსებობის შემთხვევაში ისინი მას იგნორირებას გაუკეთებენ.

    თუ დედაპლატას აქვს რამდენიმე სლოტი მახსოვრობისათვის, ჯობს იყიდოთ რამდენიმე მეხსიერების მოდული. 2 ცალი 2 გბ გაცილებით ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე 1 ცალი 4 გბ-იანი.

    საოფისე კომპიუტერებისათვის სასურველია 3 გბ მეხსიერება მაინც, სახლის კომპიუტერებისათვის 4-6 გბ. გეიმერულისათვის (სათამაშო) კი 8-დან 12 გბ-მდე.
  8. 5

    შეარჩიეთ მწარმოებელი
    სტანდარტული ოპერატიული მეხსიერების საუკეთესო მწარმოებლად დამსახურებულად ითვლება Kingston. არჩევანის გაკეთებისას შესაძლებლობის მიხედვით, შეეცადეთ არჩვეანის გაკეთებისას ამ ფაქტის გათვალისწინება.

Friday, October 14, 2016

როგორ გადავიღოთ ვიდეო ვებ-კამერის საშუალებით

თუ თქვენ გაქვთ ვებ-კამერა და არ იცით მისი საშუალებით როგორ გადაიღოთ ვიდეო, გაეცანით ინსტრუქციას სრულად. სულ რამდენიმე წუთში შეგეძლებათ დააყენოთ პროგრამა, უმარტივესად გადაიღოთ და დაამონტაჟოთ ვიდეო.

არსებობს ბევრი პროგრამა, რითიც არის შესაძლებელი ვიდეოს გადაღება და შემდეგ მონტაჟი. გირჩევთ გამოიყენოთ Movie maker. მოგეხსენებათ, რომ ახალ ვინდოუსებს არ მოჰყვებათ პროგრამულ უზრუნველყოფაში ხსენებული პროგრამა, მაგრამ არ არის პრობლემა, მაიქროსოფთს აქვს უფასო პაკეტი Windows Essentials 2012 რომლის გადმოწერა მარტივად შეგიძლიათ.http://windows.microsoft.com/en-us/windows-live/movie-maker



  1. გადმოწერის შემდეგ დაიწყეთ ინსტალაცია, აირჩიეთ სასურველი დირექტორია, დაყენების დროს პროგრამა შემოგთავაზებთ სხვადასხვა დანართების დაყენებას, სურვილის შემთხვევაში დააყენეთ, თუ არადა მოსანიშნი ღილაკი მოხსენით და დააინსტალირეთ მხოლოდ Movie maker-ი
  2. 3დაყენებული პროგრამა გაუშვით და გაეცანით ინტერფეისს. ის ადვილია გამოსაყენებლად. დააკლიკეთ Webcam Video და დაინახავთ საკუთარ გამოსახულებას. დააჭირეთ წითელ ღილაკს და პროგრამა დაიწყებს გამოსახულების ჩაწერას, თუ მიკროფონიც გაქვთ თან, ხმაც ავტომატურად ჩაიწერება.
  3. 4მას შემდეგ რაც მორჩებით ჩანაწერის გაკეთებას, დააჭირეთ Stop. მიუთითეთ დესკტოპი შესანახად. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მოჭრათ სასურველი მონაკვეთი და მცირე ეფექტები დაადოთ და დაამონტაჟოთ ვიდეო.
  4. 5დამონტაჟების შემდეგ კი საბოლოო ვერსია შეინახეთ სასურველი ფორმატით, თქვენი ვიდეც მზად იქნება